აივნიანი სახლი

აივნიანი სახლი, XIX ს. თბილისში გავრცელებული საცხოვრებელი სახლის ტიპი.

ასეთი სახლის არსებითი ელემენტია აივანი (შეკიდებული და გადაუხურავი ან შეკიდებული და გადახურული), რ-შიც კლასიციზმის ფორმები ორგანულადაა შერწყმული ადგილობრივად შემუშავებულ ელემენტებთან. ა. ს-ის მრავალფეროვნებამ, შემოქმედებითმა დასრულებულობამ, პროპორციების სიმსუბუქემ, აივნების ცალკეული ნაწილების ჩუქურთმების დახვეწილობამ სახელი გაუთქვა თბილისს - მოგზაურებმა მას „მრავალაივნიანი ქალაქი“ უწოდეს. ადრინდ. აივნების ნიმუშები საქართველოში არ შემონახულა, მაგრამ მათი ადგილ. წარმოშობა ეჭვს არ იწვევს. დაკიდებული აივნების კვალი შემორჩენილია ზოგიერთ სასახლეში (კვეტერა, ზემო ნიქოზი). ნიშანდობლივია ისიც, რომ თბილისური აივნის ფასადის კომპოზიცია ძირითადად ემთხვევა ძვ. ქართ. კანკელების კომპოზიციას საერთო მოხაზულობითაც და მორთულობის განლაგების პრინციპითაც.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801 – 1917 წწ., [ტ.] 1 – 2, თბ.,1960 – 63.