აილამა, აჰლამა, მწვერვალი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ყორულდაშის (ზესხოს მარჯვ. შენაკადი), სათავეში.
სიმაღლე 4547 მ. აგებულია იურული ფიქლებით. ა-ის ქვემო ფერდობებზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია, ზევით – სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. ა-ის სამხრ. ფერდობის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“.
მ. უთმელიძე