აკაკიანი

აკაკიანი, კავკასიური აკაკის (Celtis caucasica) მცენარეული ფორმაცია.

გვხვდება აღმ. საქართვ. ველისა (სტეპის) და ნათელი ტყის სარტყელში. ა-ის კორომში სხვა ხეთაგან უფრო ხშირად გვხვდება თუთუბო, ბერყენა, ქართული ნეკერჩხალი, ბუჩქთაგან - ძეძვი, შავჯაგა, ბროწეული, ჯორისძუა, ცხრატყავა, თრიმლი და სხვ. აკაკის ერთეული ხეები გვხვდება აღმ. საქართვ. ვაკისა და მთისწინა კალთების მუხნარებში, ხრიოკებზე, ხშირად კლდეებზეც. აკაკის კორომები წინათ უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.

ნ. კეცხოველი