„აკაკის თვიური კრებული“, ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი.
გამოდიოდა 1897 – 1900 თბილისსა და ქუთაისში. რედაქტორ-გამომცემელი – ა. წერეთელი. ჟურნალში იბეჭდებოდა ა. წერეთლისა და სხვა ქართვ. მწერლების ნაწარმოებები, ხალხ. ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ისტ.-ეთნოგრ. და კრიტ. წერილები.