აკაკი წერეთლის მწვერვალი, მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე, შანის ქედზე (მდ-ების ხდისა და არმხის წყალგამყოფი).
სიმაღლე 3780 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. 1938 მდ. ხდის ხეობიდან მწვერვალზე ავიდა დევდარაკის მთამსვლელთა ბანაკის ინსტრუქტორთა ჯგუფი ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და მას აკაკი წერეთლის სახელი უწოდა.
მ. უთმელიძე