აკაფის ეკლესია, ხუროთმოძღვრების ძეგლი სოხუმის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოდიშთან.
ადრე იმ ადგილს, სადაც ეკლესია დგას, აკაფა ეწოდებოდა (აქედან –ეკლესიის სახელწოდება). სოფლის მახლობლად მთის თხემის ყველაზე მაღალ, ოდნავ დამრეც ნაწილში გათხრების შედეგად გამოვლინდა ხუროთმოძღვრების ძეგლის – აკაფის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. სტილისტიკური ნიშნებით და მორთულობის ხასიათით ახლოს დგას XII ს. დასასრ. – XIV ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლებთან (ბედიის ტაძარი – II ფენა, ჭულე, სადგერი). ეკლესია აღმართულია სამსაფეხურიან ცოკოლზე, ჩრდ-ით და სამხრ-ით თანადროული მინიშნებები აქვს დას-ით კი–მოგვიანო ხანისა. ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდი გარედან სწორკუთხედშია მოქცეული, შიგნით ორი საფეხურითაა შემაღლებული და ძირითადი სივრცისაგან ქვის, კანკელით გამოყოფილი. აფსიდის კედლებში გეგმით ნახევარწრიული ორი ნიშია. ეკლესია ნაგებია სწორ რიგებად დაწყობილი, სუფთად გათლილი კვადრებით, შიგნით შელესილი და მოხატული იყო. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მოხატულობა ახლოს დგას XIV ს. ძეგლებთან და იმავე ხანებში ჩანს შესრულებული.
ლიტ.: Ш е р в а ш и д з е Л. А., Средневековая монументальная живопись в Абхазии, Тб., 1980.
ლ. შერვაშიძე