გორულა

გორულა

გორულა, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად, უხვმოსავლიანია. ყლორტების 75–84% იძლევა ნაყოფს. 1 ჰა-ზე საშ. 100 ც-ზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანი, ხორციანი და ნაკლებწვნიანია. მწიფდება შუა ოქტ-ში. შაქრიანობა 18–19%, მჟავიანობა – 5–6%-მდე. გ. ტრანსპორტაბელური, შენახვისუნარიანი და მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის მუნიციპალიტეტებსა და თბილისის გარეუბნებში.

გ. რამიშვილი