აკვავივა (Aquaviva) კლაუდიო (14. IX. 1543, ატრი, – 31. I. 1615, რომი), იეზუიტების ორდენის მოღვაწე.
დიდ ყურადღებას უთმობდა იეზუიტ მისიონერთა მოღვაწეობას სხვა ქვეყნებში, მ. შ. საქართველოში. მოქვიდან გაგზავნილი (1615. 2. V) წერილით ლ. გრანჟე ა-ს სამეგრელოში თავისი მისიონერული მოღვაწეობის ამბებს მოახსენებს.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.