აკიბის ქედი, ქედი მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტებში, მდ. ღალიძგის ზემო დინებისა და მდ. ენგურის აუზების წყალგამყოფი.
ჩრდ-ით გადაჭიმულია მდ. ლარაკვაკვამდე (ენგურის მარჯვ. შენაკადი), სამხრ-ით – მდ. ოქუმის სათავეებამდე. უმაღლესი მწვერვალია აკიბა (2811 მ). აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებით. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. თხემურ ზოლში ალპ., ქვემოთ – სუბალპ. მდელოებია, უფრო დაბლა – წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები.
დ. უკლება