აკოფიანი ვენერა იოსების ასული

აკოფიანი ვენერა იოსების ასული [16 (29). VIII. 1904, თბილისი,-2. II. 1988, იქვე], სომეხი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1964).

1918-იდან გამოდიოდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში თბილ. სახ. სახლში. 1922 დაიწყო პროფ. მოღვაწეობა. 1922–23 სწავლობდა თბილ. პროლეტკულტის დრამ. სტუდიაში. 1924 დაამთავრა თბილ. სომხ. დრამ. სტუდია, იმავე წელს გადავიდა გ. სუნდუკიანის სახ. თეატრის დასში (ერევანი). 1925-იდან მუშაობდა გიუმრის თეატრში, ვ. ფაფაზიანის საგასტროლო დასში, თბილ. მოზარდ მაყურებელთა სომხ. თეატრში, 1933-იდან კი – თბილ. სომხ. დრამ. თეატრში. ა. სახასიათო და კომედიური როლების შესანიშნავი შემსრულებელი იყო. შექმნა ცოცხალი, საინტერესო სცენური სახეები: ქაბატო (ა. ცაგარელის „ხანუმა“), ბიანკა და ემილია (უ. შექსპირის „ოტელო“), ისახარი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), რიფსიმე (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), აგაფია ტიხონოვნა (ნ. გოგოლის „ქორწინება“), მარგარიტი (გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“) და სხვ.

შ. ცუცქირიძე