აკროსტიქი

აკროსტიქი (ბერძნ. akrostichos ა-ზე უფრო იშვიათად გვხვდება ლექსები, რ-ებშიც სიტყვას ადგენენ სტრიქონთა ბოლო (ტელესტიქი) ან შუა (მეზოსტიქი) ასოები. ა. ჩაისახა ძვ. ბერძნ პოეზიაში. სავარაუდოა, რომ ქართ. მწერლობაში ა. ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიასთან ერთად გაჩნდა. იგი განსაკუთრებით X ს-იდან გავრცელდა და საერო პოეზიაშიც დამკვიდრდა. XII ს-მდე ა-ის შესატყვისი ქართ. სახელწოდებები უმთავრესად იყო: „თავი“, „თავნი სტიხოსთანი“, „თავნი იტყვიან“, „თავთა შეწყობაჲ“, „თავედნი“ და „აღბეჭდულნი“, ე. წ. აღორძინების პერიოდიდან კი-„კიდურწერილობა“, „კიდურწერა“, „კიდურწერილი“, „კიდურნი“ და „წინაწყობილნი“. XIX ს. 80-იანი წლებიდან იხმარება „ზმაკიდური“. ა-ის ზოგ სახეობას თავისი სახელწოდება ჰქონდა, მაგ.: „ანბანისანი“ (შეიცავს ქართული ანბანის ასოებს ა-დან ჵ-მდე), „საშუალწერილობა“, „თავით და ბოლოთი კიდურმდგმოება“, „იგვრდივწერილობა“ და სხვ.; ახ. და უახლეს ქართ. მწერლობაში ა. ეპიზოდურად გვხვდება. ა-ის მაგალითია: „დამბადებლის მამისა საყვარელო ძეო, / აღმიპყარ ხელი, რასაცა ვითხოვ, მიბოძეო! / ვარ ვით ცხოვარი წყმენდილი, აწ მომიძიეო, / იესო, მწყემსო კეთილო, კაცთა მეცხორეო! / თიკნად ნუ გამხდი, მარჯვენით კრავში გამრიეო!“ (დ. გურამიშვილი).

გ. მიქაძე