აკურა, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთის ძირას, მდ. ვანთისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე.
თემის ცენტრი (სოფლები: ა., ვანთა). რკინიგზის სადგური. ზ. დ. 620 მ, თელავიდან 15 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2014).
სოფლის მახლობლადაა აკურის მონასტერი.