ალაბასტრონი

ალაბასტრონი (<ბერძნ. alabastros - ალებასტრი), ძველ აღმოსავლეთსა და ანტიკური სამყაროში გავრცელებული ცილინდრული ყელვიწრო და ძირმომრგვალებული ჭურჭელი – სანელსაცხებლე.

თავდაპირველად ამზადებდნენ უმთავრესად ალებასტრისაგან (აქედან სახელწოდება), ანტ. ხანაში კი – უმეტესად მინისა და თიხისაგან, ძვ. წ. V – IV სს. მინის ა-ები აღმოჩენილია ვანსა და ზემო რაჭაში.