ალაგირის ზარაფხანა, ზარაფხანა ოსეთში 1338–58.
საქართველო გიორგი V ბრწყინვალის (1314–46) დროს ნომინალურად ითვლებოდა ილხანთა ვასალად. ილხანთა ირანში შემავალი ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოს სამეფოც ილხანების სახელით ახორციელებდა სამონეტო ემისიას. ალაგირში გიორგი V-მ ზარაფხანა დააარსა და ირანის ილხანთა სახელით დირჰემებსა და ორიან დირჰემებს ჭრიდა. ეს ფაქტი საქართველოსა და ოსეთის პოლიტ. და კულტ.-ეკონ. ურთიერთობის დამადასტურებელია.
ლიტ.: დ ე ნ დ უ ა გ., მ ა ლ ა ღ ა ნ ი ა ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ღ ვ ა ბ ე რ ი ძ ე ც., კარჯინის ზარაფხანა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1976, ტ. 32 B.
ც. ღვაბერიძე