ალადაშვილი ნათელა ალექსანდრეს ასული (დ. 24. X. 1923, თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1980), პროფესორი (1983).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1944) და საქართვ. მეცნ. აკადემიის ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტის ასპირანტურა (1949). 1950-იდან მოღვაწეობს ამავე ინ-ტში. 1987-იდან წამყვანი მეცნიერი თანამშრომელია. 1968-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. ა-ის მეცნ. კვლევის საგანია შუა საუკუნეების ქვის ქანდაკება (ქართ. საფასადო ძეგლები და მათი მიმართება ბიზანტ., სომხ., დას. ევროპის სკულპტურასთან), მონუმ. ქანდაკების განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა, ქართ. შუა საუკუნეების მონუმ. მხატვრობა (კერძოდ, სვანეთის ძეგლები), თანამედროვე ქართ. სახვითი ხელოვნება. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისა, ქართ.-ბიზანტ. ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში; ბიზანტინოლოგთა საერთაშ. კონგრესებში.
თხზ.: ნიკორწმინდის რელიეფები, თბ., 1957; დიმიტრი თავაძე, თბ., 1984; Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966 (თანაავტ.: Г. Алибегашвили, А. Вольская); Монументальная скульптура Грузии, М., 1977; Живописная школа Сванети, Тб., 1983 (თანაავტ.: Г. Алибегашвили, А. Вольская); Композиции алтарной конхи в церквях Сванети, Тб., 1983.
მ. დიდებულიძე