ალაედინ ქეიყუბადი (გ. 1239), მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს სულთანი 1219-იდან.
მის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ უმაღლეს პოლიტ. ძლიერებას მიაღწია. ა. ქ-მა დალაშქრა ყივჩაყთა ქვეყანა, ყირიმი (1222), კილიკიის სომხეთი, შეიერთა აღმ. ანატოლიის მიწა-წყალი. მონღოლთა შემოსევების შედეგად დასუსტებულ საქართველოს წაართვა რამდენიმე ციხე-ქალაქი.
1239 მოწამლა შვილმა ყიასედინ ქაიხოსრომ.
ნ. შენგელია