ალავერდიანი ლეონ ალექსანდრეს ძე [19 (31). III. 1887, თბილისი, - 11. I. 1963, იქვე], სომეხი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1951).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1904-იდან თბილისში ავლაბრის თეატრსა და ავჭალის აუდიტორიაში. 1909-იდან მოღვაწეობდა თბილ. სომხ. დრამ. საზ-ბის დასში. 1924–32 ბაქოს სახელმწ. თეატრის, ხოლო 1932–63 თბილ. სომხ. დრამ. თეატრის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა უშუალობით, სიწრფელით, პროფ. ოსტატობით. უპირატესად ასრულებდა სახასიათო როლებს: ბარხუდარი (ა. შირვანზადეს „ნამუსი“), ზიმზიმოვი, ბრილიანტოვი (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“), დუდუკინი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), მირზა (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ონისე (მ. მრევლიშვილის „ზვავი“), სულეიმანი, ანანია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“) და სხვ.
შ. ცუცქირიძე