ალავერდობა, ნაყოფიერებასა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული.
იმართებოდა ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 28 სექტ. და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ა., შუა ა. და ბოლო ა.) შეიცავდა წინაქრისტიანული რწმენა-წარმოდგენების გადმონაშთებს. ა-ზე მლოცველები ღამის თევით მიდიოდნენ გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწოთიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, ჩამოდიოდნენ აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები, აზერბაიჯანელები. ა-თან დაკავშირებული იყო ტრად. ბაზრობა, რ-მაც XIX ს. II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწვ. საქონელი. შინამრეწველთა ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები. ა. დღესაც აღნიშნავენ.
ლიტ.: [იანქოშვილი მ.] მ ა თ ე, დაბა და სოფელი ალავერდი (ალავერდის ტაძრის დღესასწაული), «ივერია», 1900, №203; [Сведенцов И. И.] Иванович, Алавердский праздник, «Новое обозрение», 1899, № 5396.
გ. ჯალაბაძე