ალანია ნოდარ ვასილის ძე

ალანია ნოდარ ვასილის ძე (28. XI. 1924, ბათუმი, – 20. X. 1976, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1952), დოცენტი (1955).

სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა გორის პედ. ინ-ტში (1954 – 76), თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტსა და შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში (1955 –76). 1951-იდან ქართ. და რუს. პრესაში აქვეყნებდა კრიტ. და თეორ. წერილებს ქართ. ლიტ-რის აქტუალურ საკითხებზე. იკვლევდა უმთავრესად XIX ს. ქართ. ლიტ-რას. ავტორია ნაშრომებისა: „ქართული პოემა“ (1959), „XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული პოემა“ (1964), „ნათელი სიყვარულისა“ (1966), „სოლომონ რაზმაძე“ (1968), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1968); ა-მ შეადგინა „საუნჯე“ (VI ტ., 1960), „პატარა საუნჯე“ (1962, ე. ვირსალაძესთან ერთად), „ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი“ (1966, 1972); ავტორთა ჯგუფთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ი. ჭავჭავაძის თხზ. ორტომეული (1977), ა. წერეთლის რჩეული 2 წიგნად (1977), „ქართული პოეზიის“  X ტომი (1978), „XIX საუკუნის ქართული მწერლობა“ (1978), „ქართველი რომანტიკოსები“ (1978, ი. ლოლაშვილთან ერთად) და სხვ.