ალაშთრახუ

ალაშთრახუ, უღელტეხილი სოხუმის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), აფხ. კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. სანჩაროს (დიდი ლაბის მარჯვ. შენაკადი) სათავესთან.

სიმაღლე 2723 მ. მაის – ოქტომბერში მდ. ბზიფის აუზს საცალფეხო გზით აკავშირებს ყარჩაი-ჩერქეზეთთან.