ალაჩოყი, ალაჩოღი, ალაჩუხი, დროებითი საზაფხულო კარავი აღმ. საქართველოს მთიანეთში, უმთავრესად თუშეთში.
ა. ორნაირი იყო: ერთს მთლიანად ქეჩით ხურავდნენ, მეორეს, ორფერდა სახურავიანს, კედლები ღობის მსგავსად წნელით ჰქონდა ამოყვანილი. კარკასი ორივე შემთხვევაში შედგებოდა ექვსი ორკაპა სარისაგან, რ-ებიც სამ-სამად იყო მიწაში ჩასმული ერთმანეთის საპირისპიროდ. განაპირა მოპირდაპირე სარების „კოპებზე“ თავხეებს გადებდნენ, შუა, უფრო მაღალ სარებზე კი – „საყოვეს“, რ-ებსაც ქეჩით გადახურავდნენ და თოკებით დაამაგრებდნენ. ა-ს ღია, ქეჩაჩამოფარებული შესასვლელი წინიდან ჰქონდა. შიგნით იდგა ხის ტახტები და რძის პროდუქტების გადასამუშავებელი დგამ-ჭურჭელი. კერა ა-ს არ ჰქონდა.
ცეცხლს გარეთ ანთებდნენ.
ნ. აზიკური