ალაჯაჰუიუქის არქეოლოგიური ძეგლები, სოფ. ბოღაზქოის (თურქეთი) ჩრდ-ით მდებარე ბორცვზე 1935-იდან არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე კულტურული ფენა ხალკოლითის ხანიდან (ძვ. წ. IV–III ათასწლ.) ადრინდ. რკინის ხანამდე.
გაითხარა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ.) მდიდრული სამაროვანი, აღმოჩნდა სხვადასხვა იარაღი, ლითონის ჭურჭელი, საწესო ხასიათის ნივთები, სამკაული და სხვ.; გამოვლენილია ხეთების ციხე-ქალაქი მონუმ. გალავნით, რ-ის კარიბჭე სფინქსების გამოსახულებით იყო შემკული.
ლიტ.: L l o y d S., Early Anatolia, L., 1956.