ალაჰი (არაბ. ალ-ლაჰ), ღვთის სახელი ისლამში.
ისლამამდელ არაბეთში მრავალი ღვთაების რწმენასთან ერთად არსებობდა წარმოდგენა უმაღლეს ღვთაებაზე, რ-საც ა-ს უწოდებდნენ. ისლამის გაბატონების შემდეგ ა. ერთადერთ ღმერთად იქცა. ისლამის მთავარი ფორმულაა „არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა“ (ლა ილაჰა ილლა ლ-ლაჰუ). ისლამის მიხედვით, ა. სამყაროს შემოქმედია და მისგან მოდის ყველაფერი, ავიცა და კარგიც.
ა-ს ახასიათებენ 99 ეპითეტით.