ალბერი (Alber) ეუჯინიო (1. X. 1817, პადუა, – VI. 1878, ვიში), იტალიელი ისტორიკოსი.
სწავლობდა ბოლონიასა და პადუაში, 1836-იდან ცხოვრობდა ფლორენციაში. აქვს სხვადასხვა სახის ისტ. თხზულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მის მიერ გამოქვეყნებული რელაციები ვენეციის არქივიდან, რ-შიც საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი აღმ. საქართველოსა და სამხ. კავკასიის აღმ. ნაწილის მდგომარეობა ირან-ოსმ. მეორე ომის (1578–90) დროს.
პუბლ.: Relazioni degli ambasciatori veneti al senato. Serie 3, v. 1 – 2, Firenze, 1840 – 44.
ე. მამისთვალიშვილი