ალექსანდრე ლუარსაბის ძე (ბაგრატიონი) (გ. 1711), სამხედრო მოღვაწე. შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის თანაშემწე (ნაცვალი) იყო ირანში.
მეთაურობდა ავღანეთსა და ქირმანში მყოფ ქართ. რაზმებს (დაახლ. 2 ათ. კაცი). ებრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ მირ ვაისის მეთაურობით აჯანყებულ ავღ. და ბელუჯ ტომებს. დაიღუპა ყანდაჰართან ბრძოლაში. ქართ. და უცხოური წყაროები მას ახასიათებენ როგორც მამაც მებრძოლსა და ნიჭიერ სარდალს.
ლიტ.: ჩ ხ ე ი ძ ე ს., ცხოვრება მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854; საქართველოს ცხოვრება, წ. II, ზ. ჭიჭინაძის გამოც. ტფ., 1913.
ლ. ტუხაშვილი