ალექსი-მესხიშვილი ნინო ვლადიმერის ასული (1896, თბილისი, - 16. V. 1956, მოსკოვი), დრამისა და ესტრადის მსახიობი, საქართვ. დამს. არტისტი (1950) ვ. ალექსი-მესხიშვილის ქალიშვილი. 1914 მოსკოვში ერთდროულად დაამთავრა პედ. და დრამ. კურსები. ხშირად გამოდიოდა მამასთან ერთად ვოდევილებსა და ფარსებში, მოღვაწეობდა რუსეთში (1914–20, 1922–25), კიევში (1920–22) და თბილისში, რუსთაველის სახ. თეატრში (1926–28, 1941– 46), სადაც განასახიერა როლები: ქისტი ქალი (გ. რობაქიძის „ლამარა“, 1926), კარმენისტა (კ. ლიფსკეროვის „კარმენისტა“, 1927), ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, 1928), დედოფალი ანა (ე. სკრიბის „ჭიქა წყალი“, 1941), დონა რაფაელი (ვ. სარდუს „ფლანდრია“, 1942) და სხვ. 1928–32 თბილ. ფილარმონიის ესტრადის მსახიობი იყო. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობას იღებდა ფრონტებსა და ჰოსპიტლებში, აგრეთვე დონბასელი, ჭიათურელი და ტყიბულელი მეშახტეებისათვის გამართულ კონცერტებში.
ა. გვენცაძე