ალექსი-მესხიშვილი სარდიონ დიმიტრის ძე

ალექსი-მესხიშვილი სარდიონ დიმიტრის ძე [1814, სოფ. რუისპირი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, - 1863, დაკრძალულია ახალ შუამთის ეკლესიში (თელავის მუნიციპალიტეტი)], კრიტიკოსი, მთარგმნელი, ექიმი.

მამა მსახიობ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა. სწავლობდა სამედ.-ქირურგიული აკადემიის მოსკ. განყ-ბაში. 1840-იდან ექიმად მუშაობდა თელავში, სიღნაღში, თბილისში. მისი კრიტ. წერილი, რ-ითაც 60-იან წლებში ი. ჭავჭავაძესა და „თერგდალეულებს“ დაუპირისპირდა, გამოქვეყნდა „ცისკარში“ (1861 წ., № 6, „უსტარი ანტიკრიტიკული“, გამოგზავნილი ს. რუისპირიდან); აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რ-თა ხმარებაზე ი. ჭავჭავაძემ უარი თქვა (უ, À, Á, Â, Ã). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ი. ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის „მეუდაბნოენის“ საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წ., № 1 და 2 „ცისკარში“) და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუს. ლიტ-რის წინაშე.

ი. ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი წარადგინა „ცისკრის“ რედაქციაში, მაგრამ ი. კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა.

ლიტ.: საქართველოს მედიცინის ისტორია, ტ. 4, თბ., 1960; ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის (ქრესტომათია), [ტ.] 1, შედგ. ს. ხუციშვილის მიერ, თბ., 1954; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე  ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1974.

ს. ხუციშვილი