ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე

შ. ალექსი-მესხიშვილი

ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე [26. IV (8.V). 1884, თელავი, - 18. VI. 1960, თბილისი], ადვოკატი და პოლიტიკური მოღვაწე, ლადო ალექსი-მესხიშვილის ვაჟი.

1902– 04 სწავლობდა ოდესის უნ-ტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910. ა.-მ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

1918–19 იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობაში.

1921-ის შემდეგ ადვოკატურ საქმიანობას ეწეოდა, იყო საქართვ. ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

გ. თარხნიშვილი