ალექსიშვილი მათე მიხეილის ძე

ალექსიშვილი მათე მიხეილის ძე [20. V (2. VI). 1910, სოფ. ვეჯინი, ახლანდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ‒ 4. XII. 1970, თბილისი], ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

1933 დაამთავრა თბილისის პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი. თსუ-ის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1939-იდან, მუშაობდა თსუ-ის ძვ. ქვეყნების ისტ. კათედრაზე. 1943–48 საქ. კპცკ პროპაგანდის სექტორის გამგე, 1949–50 თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანი, 1946–70 თსუ-ის ძვ. ქვეყნების ისტ. კათედრის გამგე. ა. მუშაობდა ანტ. ქვეყნების სოც. და პოლიტ. ისტ. საკითხებზე, იკვლევდა ქრისტ. რელიგ. საკითხებსაც.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ათენის მონათმფლობელური დემოკრატია, თბ., 1947; ალექსანდრე მაკედონელი, თბ., 1950; აი რას ამბობს ისტორია, თბ.,1953; რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხისათვის, თბ., 1956; ქრისტიანული რელიგიის გაგებისა და შეფასების საკითხისათვის, თბ., 1957; გაიუს იულიუს ცეზარი, თბ., 1961; მონობა და მონათმფლობელური იდეოლოგია ანტიკურ სამყაროში, თბ., 1974.