ალექსიძე გიორგი (გოგი) ლევანის ძე (დ. 7. I. 1962, თბილისი ), გენერალ-მაიორი (2003).
დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, კვანტური ელექტრონიკის სპეციალობით. (1985). სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო აკადემიის სპეც. კურსი (1998, ბუდაპეშტი, უნგრეთი), არის პირადი მცველების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი მედიცინაში ლაზერის გამოყენების სფეროში. 1992-93 იყო საქართვ. საინფ.-სადაზვერვო სამსახურის განყ-ბის უფროსი, 1993-97 - საქართვ. ინტერპოლის ეროვნ. ცენტრის უფროსი, 1997-98 - საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის მოადგილე 2003 ნოემბრიდან. 2004 აპრილამდე - საქართვ. სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურის უფროსი. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.