ალექტორია

ალექტორია (Alectoria), ლიქენების გვარი უსნეასებრთა ოჯახისა.

აქვთ დაკიდებული ან სწორმდგომი, ბუჩქისებრი, მეტ-ნაკლებად დიქოტომიურად დატოტვილი თალუსი. სუბსტრატთან მჭიდროდ ან ოდნავ არიან მიმაგრებული სქელი მოკლე ფეხით - გომფით. ტოტები მოთეთრო-მონაცრისფერო, ზოგჯერ შავიცაა. იზრდება ხეებსა და ქვებზე. საქართველოში გავრცელებულია 8 სახეობა, რ-ებიც იზრდება უმთავრესად წიწვოვან და შერეულფოთლოვან ტყეებში.

ც. ინაშვილი