ალვანი, ალონი, ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით – ველი კახეთში (ახლანდ. ახმეტის მუნიციპ).
XVI ს. შუა წლებში კახეთის მეფე ლევანმა ა-ის ველი თუშებს უწყალობა საზამთრო საძოვრებად. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ თუშებისათვის 1757 ნაბოძები სიგელიდან ირკვევა, რომ იმხანად ველს მხოლოდ საძოვრებად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრ. ადგილად იგი XIX ს. დასაწყისიდან გადაიქცა.
იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც (იხ. ზემო ალვანი და ქვემო ალვანი).
თ. პაპუაშვილი