ალვის ხე (Populus italica, P. pyramidalis), ფოთოლმცვივანი, ორსახელიანი ხე ტირიფისებრთა ოჯახისა.
იზრდება 40 მ-მდე. ვიწრო პირამიდული ვარჯი და დაშაშრული, მუქი მონაცრისფერო ქერქი აქვს. ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი კი მაისში მწიფდება. მდედრობითი ხეები იშვიათია და ამიტომ კალმით ამრავლებენ. საკმაოდ ყინვაგამძლეა და სწრაფმზარდი. 60–70 წლის ხე წვერხმელობას იწყებს. გაღიავებული დრეკადი ვარჯი ქარს ადვილად ატარებს და ირწევა. ა. ხ-ის სამშობლოდ ავღანეთსა და შუა აზიას თვლიან. კულტივირებულია კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. კარგი სახეივნო ხეა;
ქარსაფრებში ფოთლოვან ხეებს შორის საუკეთესოა თავისი საროტანის გამო. 15–20 წლისა უკვე საშენ მასალად ვარგა. მის მსუბუქ, სიმშრალეში გამძლე მერქანს ქაღალდის წარმოებაში იყენებენ.
ვ. მირზაშვილი