ალთუნი

ალთუნი, ოსმალური ოქროს მონეტა, რ-იც იჭრებოდა კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ (1453).

მასა 3,5 გ. ა-ის ავერსზე გამოსახულია თუღრა, მოჭრის ადგილი და დრო, სერვერზე – სულთნის სახელი, მამის სახელი და ტიტულატურა. არაბ. ზედწერილები შესრულებულია მაღალი კალიგრაფიული ოსტატობით. საქართველოში ა. XVI ს-იდან გავრცელდა. აღმოჩენილია ქუთაისში, სოფ. უდეში (ადიგენის მუნიციპ.), ლეხურის ხეობაში. 1723 შემდეგ ოსმ. სულთან აჰმედ III-ის სახელით თბილისში მოიჭრა ა. და ორმაგი ა., ე. წ. ალთუნ-აშრეფი (მასა 6,15 გ.).

ორმაგი ა. უიშვიათესი მონეტაა.

ი. ჯალაღონია