„ალი“

„ალი“, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულების ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1908 თბილისში. სულ გამოვიდა 46 ნომერი.

რედ.-გამომცემელი - ბ. ქოსაშვილი.

დაიხურა თბილ. ადმინისტრაციის განკარგულებით.