ალი იბნ ჯაფარის მონეტების განძი, ვერცხლის 411 მონეტისაგან შემდგარი განძი.
აღმოჩენილია 1953 თბილისში, ძვ. მეჩეთის ნანგრევებში. მონეტები მოჭრილია 1028 თბილ. ამირა ალი იბნ ჯაფარის სახელით. განძს დიდი მნიშვნელობა აქვს თბილ. საამიროს პოლიტ.-ეკონ. ისტორიის ზოგიერთი საკითხის გასაშუქებლად.
ლიტ.: К а п а н а д з е Д. Г., Клад монет начала XI в. Тбилисского эмира Али-ибн-Джафара, «Эпиграфика Востока», 1961, кн. 14.
ი. ჯალაღანია