„ალიონი“

„ალიონი“, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულების ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი.

გამოდიოდა 1908 თბილისში. რედ.-გამომცემელი – ს. კეკელიძე (ფაქტობრივი რედ. – ვ. დარჩიაშვილი). გამოვიდა ორი 16-გვერდიანი ნომერი. დაიხურა 20 მაისს თბილ. გენ.-გუბერნატორის განკარგულებით.