ალკიფრონი

ალკიფრონი (Alkiphrōn), II–III სს. ბერძენი რიტორი, სოფისტი და ეპისტოლოგრაფი.

მისი სახელით ცნობილია 123 წერილი, რ-ებიც შინაარსის მიხედვით 4 წიგნად იყოფა: I – მეთევზეთა, II – მიწისმოქმედთა, III – პარასიტების, IV – ჰეტერების. ა-ის წერილებში ძირითადად ძვ. წ. IV ს. ატიკაა აღწერილი. მისი უმთავრესი ლიტ. წყარო ატიკური კომედიაა, ბევრი რამ აქვს საერთო ბერძნ. რომანთან (ლონგე) და სატირასთნ (ლუკიანე). საქართვ. ისტ. თვალსაზრისით საინტერესოა ერთი წერილი (III, 25, 5 § 2), სადაც ქედმაღლურადაა ლაპარაკი იმ პირზე, რ-ის დედა „ახალმთვარეზე შეძენილი სკვითი ან კოლხი ქალია“. ე. ი. გარკვეულ პერიოდში კოლხი ქალი იყიდებოდა საერთაშ. ბაზარზე, მისი ყიდვა შეეძლო ათენელსაც (რაც სხვა ნარატიული წყაროებით და ეპიგრაფიკული მასალითაც დასტურდება). ამავე წერილში ჩანს ის დამოკიდებულება, რასაც ავტორი, კეთილშობილი ათენელი, იჩენს ბარბაროსთა (ე. ი. ყველა არაბერძენის) მიმართ.

წყარო: ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ძვ. ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, [წგ.] 6, თბ., 1987.

თ. ყაუხჩიშვილი