ალმაგი

ალმაგი, იალმაგი, ჯაჭვის პერანგზე ჩასაცმელი საომარი ტანსაცმელი.

კურტაკისაგან განსხვავებით, რ-საც საჩინო (საპარადო) დანიშნულება ჰქონდა, ა. აბჯარსხმულის ტანსაცმლის სავალდებულო ელემენტს წარმოადგენდა. იგი უზრუნველყოფდა შეიარაღების შენიღბვას, ხოლო უამინდობისას აბჯრისქვეშა ტანსაცმელს დასველებისაგან იცავდა.