ალმატის განძი, XIII ს. ვერცხლის მონეტების განძი, რ-იც აღმოჩნდა 1964 სოფ. ალმატში (ყვარლის მუნიციპ.).
შეიცავს 2 ტიპის ყაანურ, ქართ.-ჰულაგუიდურ და ჰულაგუიდურ დირჰემებს. განძის ქრონოლ. ჩარჩოებია 1268–96, ჩამარხულია XIII ს. დასასრულს. ა. გ-ის ნაწილი (29 მონეტა) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Д ж а л а г а н и я И. Л., Иноземная монета в денежном обрашении Грузии V – XIII вв., Тб., 1979.
გ. დუნდუა