ალპაგო ნოველო ადრიანო (20. VII. 1932. ქ. ბელუნო, იტალია, – 4. VI. 2005, ), იტალიელი არქიტექტურის ისტორიკოსი, ბიზანტიისა და შუა საუკ. ახლო აღმოსავლეთის ხუნტის პროფესორი, 70-იანი წწ. დასაწყისიდან მისი თაოსნობით მოეწყო იტალ. მეცნიერთა რამდენიმე ექსპედიცია ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების გასაცნობად. ა. ნ. იყო ერთ-ერთი ინიციატორი 1974 ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშ. სიმპოზიუმის მოწყობისა ჩრდ. იტალიის ქ. ბერგამოში, აქტიურად მონაწილეობდა მომდევნო სიმპოზიუმებშიც, რ-ებიც მონაცვლეობით იმართებოდა იტალიასა და საქართველოში სამ წელიწადში ერთხელ. კოლეგებთან ერთად შექმნა ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლთა ფოტოდოკუმენტების მდიდარი კოლექცია, მოაწყო ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების გამოფენა ბერგამოში (1974), იტალიის სხვა ქ-ებსა და ბელგიაში. არის ავტორი რამდენიმე ნარკვევისა შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების საკითხებზე, თანაავტორი ლუვენში (ბელგია) 1980 ინგლ. ენაზე გამოცემული მონუმ. წიგნისა „ხელოვნება და ხუროთმოძღვრება შუა საუკუნეების საქართველოში“.
ვ. ბერიძე