ალხაზიშვილი ივანე გრიგოლის ძე

ალხაზიშვილი ივანე გრიგოლის ძე (1826, გორი, - 22. VI. 1900 იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878), ყირიმის ომის (1853-56) მონაწილე.

1868-იდან იყო თბილისის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაურის მოადგილე. მონაწილეობდა რუსეთ ოსმ. (1877-78) ომში.

დაკრძალულია გორში, საგვარეულო აკლდამაში.

მ. გოგიტიძე