ალხაშენდა

ალხაშენდა, მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის ჩრდ. მონაკვეთზე, მდ-ების ყვირილისა და ფაწის (ლიახვის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში, ერწო-წონის ქვაბულის სამხრ.-აღმ-ით. სიმაღლე 2319 მ. აგებულია ბაიოსური ტუფ-ბრექჩიებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით; უფრო მაღლა სუბალპ. და ალპ. მდელოებია.

ჭ. ჯანელიძე