ამაშუკეთი (ყოფ. ციხისძირი), სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის თემში (იმერეთის რეგიონი), მდ. ძირულის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 440 მ, ხარაგაულიდან 32 კმ, ძირულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ. 118 მცხ. (2014).
ა-ში, კოზმანის მთაზე, არის პატარა ეკლესია. როგორც ვარაუდობენ, იგი თამარ მეფის დროსაა აშენებული. სოფლის თავში, მდ. ძირულის ნაპირას, დგას შუა საუკ. ეკლესია.