ამბა

ამბა (აბბა – სირ. abā, ბერძნ. abba), მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების „მამის“ შესატყვისი.

საქართველოში XI ს-იდან ა. ალავერდის ეპისკოპოსების ზედწოდება იყო (რადგან ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ). ტრადიცია უნდა მომდინარეობდეს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი სირიელი მამის, იოსებისაგან, რ-იც ამბა ალავერდელად იწოდებოდა (იხ. იოსებ ალავერდელი).

ზ. ალექსიძე