ამბიონი

ამბიონი (ბერძნ. Ambōn – ამაღლებული ადგილი), განსაკუთრებული ამაღლებული ადგილი ქრისტიანულ ეკლესიაში აღსავლის კარის (კანკელის სამი კარიდან შუა კარი) წინ, სადაც იკითხება სახარება, ფსალმუნი, წარმოითქმება ქადაგება და ლოცვები.

ა-ზე ხდება მღვდელმთავრის შემოსვა.

ბ. ლომინაძე