ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, დაარსდა 1965 მხატვარ ნიკოლოზ მეტონიძის თაოსნობით.

ამავე წელს გაიხსნა პირველი ექსპოზიციაც. წარმოდგენილია ქართვ. მხატვართა თითქმის ყველა თაობა. მუზეუმში დაცულია ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, დ. კაკაბაძის, უ. ჯაფარიძის, ა. ვარაზის, ბ. ქუთათელაძის, ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, დ. ერისთავის, ზ. ნიჟარაძის, რ. სტურუას, ნ. მეტონიძის, კ. გურულის, ნ. ბოტკოველის და სხვ. ქართ. მხატვართა ფერწ., გრაფ., კერამ., სკულპტ. ნამუშევრები. ფონდში 500-ზე მეტი ექსპონატია, ივსება თბილ. სამხატვრო აკად. და საქართვ. მხატვართა ფონდებიდან.

მუზეუმში 5 განყ-ბაა: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, ჭედურობისა და კერამიკის.