ამბერსაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1754, რუსეთი, – 1814, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1798).
რუს.-ოსმ. (1787–91) ომისა და პოლონეთის კამპანიის (1791–93) მონაწილე. 1797 მიიღო გენ.-მაიორის წოდება. 1797 იყო ორენბურგის საარტილერიო დივიზიის ინსპექტორი, 1799–1800 – რუს. არმიის არტილ. ინსპექტორი.
1800-იდან ა. სამხ. სამსახურიდან გადადგა.
მ. გოგიტიძე