ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა, სახელმწიფო გაერთიანება ამიერკავკასიაში 1918 აპრ.-მაისში.
შეიქმნა 1918 წ. 9 (22) აპრ. ამიერკავკასიის სეიმის დადგენილებით. მას შემდეგ, რაც ტრაპიზონში ოსმალეთთან მოლაპარაკება ჩაიშალა (იხ. ტრაპიზონის კონფერენცია 1918), თავდაცვის საშუალებებს მოკლებულმა ამიერკავკ. სეიმმა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა ფედერ. მთავრობა სოციალ-დემოკრატ ა. ჩხენკელის თავ-რეობით.
ა. დ. ფ. რ-ის მთავრობამ განაგრძო ამიერკავკასიის კომისარიატის პოლიტიკა. ოსმალეთის მიერ დაკავებულ ბათუმში 1918 წ. 11 მაისს განახლებულმა მოლაპარაკებამ გამოავლინა მისი შინაგანი კრიზისი.
1918 წ. 26 მაისს ა. დ. ფ. რ. დაიშალა საქართველოს, აზერბ. და სომხ. რესპუბლიკებად.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., ბრძოლა სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისათვის ამიერკავკასიაში (1917–1918), თბ., 1957.
ა. სურგულაძე