ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ყრილობები:
I ყრილობა მიმდინარეობდა 1922 წ. 18–22 თებ. თბილისში. ესწრებოდა 252 დელეგატი გადამწყვეტი და 117 –სათათბირო ხმით (წარმოადგენდნენ პარტიის 42 ათასზე მეტ წევრსა და კანდიდატს).
პუბლ.: Первый Закавказский сьезд коммунистических организаций. Стеногр. отчет, Тфл., 1922.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბ., 1972
II ყრილობა მიმდინარეობდა 1923 წ. 19–23 მარტს თბილისში. ესწრებოდა 243 დელეგატი გადამწყვეტი და 34 – სათათბირო ხმით, რ-ებიც წარმოადგენდნენ პარტიის 29 789 წევრსა და კანდიდატს.
პუბლ.: Второй сьезд коммунистических организаций Закавказья. Стеногр. отчет, Тфл., 1923.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბ., 1972.
III ყრილობა მიმდინარეობდა 1924 წ. 13–15 მაისს თბილისში. ესწრებოდა 443 დელეგატი გადამწყვეტი და 56 – სათათბირო ხმით, რ-ებიც წარმოადგენდნენ პარტიის 41645 წევრსა და კანდიდატს.
პუბლ.: III сьезд коммунистических организаций Закавказья. Стеногр. отчет, Тфл. 1924.
IV ყრილობა მიმდინარეობდა 1925 წ. 5–9 დეკ. თბილისში. ესწრებოდა 387 დელეგატი გადამწყვეტი და 219 – სათათბირო ხმით, რ-ებიც წარმოადგენდნენ პარტიის 30519 წევრსა და 20202 კანდიდატს.
პუბლ.: IV сьезд коммунистических организаций Закавказья. Стеногр. отчет, Тфл., 1926.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბ., 1972.
V ყრილობა მიმდინარეობდა 1927 წ. 21–25 ნოემბ. თბილისში. ესწრებოდა 529 დელეგატი გადამწყვეტი და 350 – სათათბირო ხმით, რ-ებიც წარმოადგენდნენ პარტიის 65 ათ-ზე მეტ წევრსა და კანდიდატს.
პუბლ.: Пятый сьезд коммунистических организаций Закавказья. Стеногр. отчет, Тфл., 1928.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბ., 1972.
VI ყრილობა მიმდინარეობდა 1930 წ. 5–12 ივნ. თბილისში. ესწრებოდა 328 დელეგატი გადამწყვეტი ხმით რ-ებიც წარმოადგენდნენ პარტიის 87 ათ-ზე მეტ წევრსა და კანდიდატს.
პუბლ.: VI сьезд коммунистических организаций Закавказья. Стеногр. отчет, Тфл., 1930.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბ., 1972.
VII ყრილობა მიმდინარეობდა 1934 წ. 15–18 იანვ. თბილისში. ესწრებოდა 446 დელეგატი გადამწყვეტი და 98 – სათათბირო ხმით, რ-ებიც წარმოადგენდნენ პარტიის 132 235 წევრსა და წევრობის კანდიდატს.
პუბლ.: VII сьезд коммунистических организаций Закавказья. Стеногр. отчет, Тфл., 1934.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბ., 1972.